კონფიდენციალურობის პოლიტიკა
-
ზოგადი დებულებები.
-
შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს - საიდენტიფიკაციო კოდით 405504501, მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ადამ მიცკევიჩის ქუჩა #29ბ, სადარბაზო 2, სართული 2, ტელეფონი: 557851818.
-
შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ სერვისებით სარგებლობისას კომპანიის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
-
შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ სისტემაში დარეგისტრირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, მასში ასახული პირობები თქვენთვის გასაგები და ნათელია და ეთანხმებით მას.
-
შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ თითოეული დასაქმებული და აუთსორსინგული მომსახურების გამწევი პირი, რომელსაც აქვს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულია დაიცვას მათი კონფიდენციალურობა შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
-
შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებისგან დაცვის მიზნით.
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები არ უნდა დამუშავდეს ამავე პოლიტიკაში აღნიშნულ მიზნებთან შეუსაბამო გზით.
-
შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ იტოვებს უფლებას, თავის შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება განხორციელდება პოლიტიკის განახლებული ვერსიის აპლიკაციაში გამოქვეყნებით.
-
მონაცემთა დამუშავების მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები.
-
ძირითადი მიზანი, რისთვისაც შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, არის იმ სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობა, რასაც შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ სთავაზობს მომხმარებლებს. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მონაცემები დაამუშავოს მომსახურების გაწევის პერიოდში, ხოლო მომსახურების შეწყვეტის შემდგომ, მონაცემები შეინახოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით.
-
პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნით, მუშავდება შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული პერსონალური მონაცემები გროვდება და მუშავდება შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“-სთვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
-
მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების შენახვის ვადა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და შეადგენს 15 წელს.
-
სამართლებრივი საფუძველი: თუ სურვილი გაქვთ ისარგებლოთ შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ სერვისებით, ამ შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო მონაცემების მიწოდება კომპანიისთვის. მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ განახორციელებს რეგისტრაციას აპლიკაციაში და შესაბამისად სრულყოფილად ვერ ისარგებლებს შეთავაზებული სერვისებით.
-
მომხმარებელი უფლებამოსილია, პირდაპირი მარკეტინგის წარმოებაზე გაცხადებული თანხმობა გამოითხოვოს ნებისმიერ დროს.
-
სტატისტიკური მიზნებისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები, შესაძლოა დამუშავდეს სტატისტიკური ანალიზის განსახორციელებლად. აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავება მოხდება ისე, რომ სტატისტიკური ანალიზის ფარგლებში მისი გამოყენებით შესაძლებელი იყოს მონაცემთა შესაბამისი სუბიექტების იდენტიფიცირება.
-
სტატისტიკური ანალიზის წარმოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ეფუძნება საქმიანობის ანალიზს, რათა მოხდეს ბონო აპლიკაციის სერვისების გაუმჯობესება და განვითარება.
-
წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მონაცემები მუშავდება შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ პროგრამულ უზრუნველყოფაში.
-
მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია, ამუშავებს თუ არა შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ მის პერსონალურ მონაცემებს. ასევე, მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელი პერსონალური მონაცემები დამუშავდა, რა არის დამშავების საფუძვლები და მიზანი, ვინ არიან მიმღებნი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არასწორია, არასრულია, ან შეცვლილია, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს „დასაქმების სააგენტო ისრაელში“ არასწორი მონაცემების ჩასწორების მიზნით.
.png)